1755792612
პოლიტიკა
იონათამიშვილი: ეს ადამიანები ვერ ეშვებიან, ერთის მხრივ, ძალადობის პროპაგანდას და, მეორეს მხრივ, ამ ძალადობის პროპაგანდაზე ფულის კეთებას

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არ ისვენებენ, მათ ერთი სული აქვთ, რომ საქართველოში ძალადობრივი ქმედებები წაახალისონ და ამით სცადონ ქართველი ხალხის დამარცხება“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორმა ჯონ დიპირომ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.
„მეორე მხრივ, წესით, ამ ყველაფერს უნდა ხვდებოდნენ, მაგრამ ფულთან აქვთ საქმე. ეს ადამიანები ვერ ეშვებიან, ერთის მხრივ, ძალადობის პროპაგანდას და, მეორეს მხრივ, ამ ძალადობის პროპაგანდაზე ფულის კეთებას“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.