იონათამიშვილი: ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იქნება ინტერპელაცია, რომელიც მიგრაციას ეხება, კარგი იქნება, პრემიერს ევროპელი პარტნიორებიც თუ მოუსმენენ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს მიგრაციის მიმართულებით, ძალიან საინტერესოა პირველ რიგში ევროკავშირის ქვეყნებისთვის.
„ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება ინტერპელაცია, რომელიც ამ თემას [მიგრაციას] ეხება. მიგრაცია დღეს თანამედროვე დემოკრატიების ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ამ მიმართულებით, ძალიან საინტერესოა, პირველ რიგში, ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ამიტომ კარგი იქნება, პრემიერის ინტერპელაციას ჩვენი საზოგადოების გარდა ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც თუ მოუსმენენ“, - აცხადებს იონათამიშვილი.
შეგახსენებთ, უკანონო მიგრაციის საკითხზე, 18 თებერვალს, ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უპასუხებს.