Loading data...
იონათამიშვილი BBC-ს სტატიაზე: ეს არ იყო შეუგნებელი ქმედება მათი მხრიდან, ეს იყო გამიზნული დეზინფორმაცია და ცილისწამება

„ეს არ იყო შეუგნებელი ქმედება მათი მხრიდან, ეს იყო გამიზნული დეზინფორმაცია და ცილისწამება“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ის „ქართული ოცნების“ მიერ BBC-ის წინააღმდეგ საჩივარს გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, BBC-ის, ფაქტობრივად საკუთარ რეპუტაციას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა.

„ჩვენი ქვეყნის შიგნით ვნახეთ, რომ ყველა, ვინც თავის დროზე კამიტის მხარეს დადგა, დღეს ძალიან შეშინებულია და უარყო ამ ყველაფრის შესახებ. ფაქტობრივად, ამით დაადასტურეს, რომ მონაწილეობა მიიღეს დეზინფორმაციის ძალიან ბინძურ კამპანიაში. რაც შეეხება BBC-ის, ფაქტობრივად საკუთარ რეპუტაციას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა უკვე და ერთადერთი, რაც უშველის, ეს არის სწორედ ამის აღიარება. ეს არ იყო შეუგნებელი ქმედება მათი მხრიდან, ეს იყო გამიზნული დეზინფორმაცია და ცილისწამება“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.