Loading data...
ილია ინჯია: ყირგიზეთი შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის მონაწილეობას იღებდა შუა დერეფანში, ევროპასა და აზიის დამაკავშირებელ გზაზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ წევრი ილია ინჯია ბიშკეკში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ვიზიტს ეხმაურება.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივ ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გაიმართა.

„მნიშვნელოვანი და საინტერესოა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა ყირგიზეთი, რომელიც ისტორიულად ყოველთვის მონაწილეობას იღებდა შუა დერეფანში, ევროპასა და აზიის დამაკავშირებელ გზაზე.

დღეს შევხვდით დიასპორას, რა თქმა უნდა, დიასპორის წარმომადგენლები ბევრი არ არიან ამ ქვეყანაში, თუმცა ვეცდებით, რომ ჩვენი ინტერესები დავიცვათ და მათი ინტერესებიც ამ ქვეყანაში დაცული იყოს“, - განაცხადა ილია ინჯიამ.