Loading data...
იაგო ხვიჩია: ხალხის მოტყუებას ჯერჯერობით გააგრძელებენ, რადგან ახლა გახარიას და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ძალიან გაუჭირდებათ თქმა, რომ პარლამენტში შესასვლელად ემზადებიან

ხალხის მოტყუებას ჯერჯერობით გააგრძელებენ, რადგან ახლა გახარიას და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ძალიან გაუჭირდებათ თქმა, რომ პარლამენტში შესასვლელად ემზადებიან, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პირველ არხთან“ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ხალხი იაფფასიანი პროპაგანდით მოატყუეს.

„ხალხის მოტყუებას ჯერჯერობით გააგრძელებენ, რადგან ახლა გახარიას ძალიან გაუჭირდება თქმა, რომ პარლამენტში შესასვლელად ემზადება. დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსაც ძალიან გაუჭირდებათ ამის გაკეთება.

პრინციპში, ვერ იტყვი, რომ ხალხმა არ დაიმსახურა, რადგან იაფფასიანი პროპაგანდით თუ გატყუებენ დაუსრულებლად, ცოტათი ღირსიც კი ხარ ამის, მაგრამ ფაქტია, ხალხი მოტყუებულია. ამათ პარლამენტში შესვლა უნდათ და ყველა ელოდება, რა მოხდება, როგორ გაივლის ეს პროცესი, თორემ შედეგად გაისად ამ დროს ყველა პარლამენტში იქნება და ხალხი ისევ მოტყუებული“, – აღნიშნა ხვიჩიამ.