Loading data...
გურამ მაჭარაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის ხელისუფლება მიხვდება იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული ჯობია, ვიდრე მტრული

„გერმანიის ელჩმა (პეტერ ფიშერი) ყველაზე ცუდი საქმე გააკეთა თუ კი ვინმეს გაუკეთებია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიისთვის პირველ რიგში“, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან იმ გვერდის წაშლას, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ გერმანიის ხელისუფლება მიხვდება იმას, რომ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები ჯობია, ვიდრე მტრული.

„გერმანიის ელჩმა ბატონმა პიტერმა მოახერხა, რომ რამდენიმე წელიწადში, რომ წელიწად-ნახევრის დაგვიანებით გაიგეს, რომ სალომე ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის ხელისუფლება მიხვდება იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული ჯობია, ვიდრე მტრული, კონფლიქტური და შეურაცხმყოფელი. ამის მერე გაიგებს გერმანიის საზოგადოება, რომ საქართველო აფასებს ყველა იმ სახელმწიფოს და ერს, რომელიც აფასებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და პატივს სცემს ქართველ ხალხს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.