Loading data...
გურამ მაჭარაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს რომ დაენახა ამ საქმეში რაიმე ტიპის სერიოზული დარღვევა, „საიას“ მოთხოვნას დაუკმაყოფილებდა

„როდესაც სტრასბურგის სასამართლოში შეგაქვს საქმე, მინიმუმ უნდა არსებობდეს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა ამ საქმესთან დაკავშირებით, მით უმეტეს როცა ეს ეხება არჩევნების გაყალბებას“, - პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჩერებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.

„როდესაც შენ აქვე დამარცხებული ხარ საქართველოში, როდესაც მეორე დღეს ნახე რომ წააგე არჩევნები, იწყებ გაპროტესტებას და ვერც ვერანაირი მტკიცებულება მიგაქვს, ბუნებრივია, რომ შენი დამაჯერებლობა იქნება ნულოვანი. სტრასბურგის სასამართლოს რომ დაენახა ამ საქმეში რაიმე ტიპის სერიოზული დარღვევა, საიას მოთხოვნას დაუკმაყოფილებდა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა, რომლითაც ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჩერებას ითხოვდნენ, არ დააკმაყოფილა. საქმის არსებითი განხილვა სტანდარტული ფორმით დაჩქარების გარეშე იწყება. ერთ-ერთი მოსარჩელე სტრასბურგის სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა.