Loading data...
გურამ მაჭარაშვილი საქსტატის მონაცემებზე: ის სპეკულაციები, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა, რომ საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებით გაივსო, არის უარგუმენტო - რადიკალური ოპოზიცია ყველაფერში შავ ხვრელებს ხედავს

„ის სპეკულაციები, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა, რომ საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებით გაივსო, არის უარგუმენტო - რადიკალური ოპოზიცია ყველაფერში შავ ხვრელებს ხედავს“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა საქსტატის წინასწარ მონაცემებს, სადაც საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 93,4 % საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არა უმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.

„ე.წ. რადიკალური ოპოზიცია, იგივე „ნაცმოძრაობა“ ყველაფერში შავ ხვრელებს ხედავს. სადაც წარმატებაა, იქ წარუმატებლობას ხედავს. როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტები საქართველოს პოზიტიურ ასპექტში აფასებენ, „ნაცმოძრაობა“ და მისი რადიკალური ფრთა ამბობს, რომ საქართველოში ყველაფერი უკუღმა მიდის.

იგივეა სტატისტიკის მონაცემები მოსახლეობის აღწერაზე - 3 900 000 ადამიანია საქართველოში და აქედან მხოლოდ 200 ათასამდეა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რაც ადასტურებს, რომ ის სპეკულაციები, რაც ჰქონდათ, რომ საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებით გაივსო, არის უარგუმენტო“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა.