Loading data...
გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, ყოველთვის მოქმედებდნენ ისე, რომ ეს ხელსაყრელი ყოფილიყო რუსეთისთვის, ამ შემთხვევაშიც ასეა - ქართული კომპანიების დასანქცირება სასარგებლო უნდა იყოს „ნაცმოძრაობისთვის“ და მისი ფილიალებისთვის

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ზურაბაშვილსა და გალუზინს შორის მინსკში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ რუსული მხარის პოზიციაზე მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ყოველთვის ჩნდებოდა კითხვა, თუ რატომ შეიძლება აწყობდეს „ნაცმოძრაობას“, იმ ტიპის საქციელი, როგორიც რუსეთს აქვს საქართველოს მიმართ.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, სამწუხაროდ, ყოველთვის მოქმედებდნენ ისე, რომ ეს ხელსაყრელი ყოფილიყო რუსეთისთვის. ამ შემთხვევაშიც ასეა - ქართული კომპანიების დასანქცირება სასარგებლო უნდა იყოს „ნაცმოძრაობისთვის“ და მისი ფილიალებისთვის.

იმ ტიპის საქციელი, როგორიც რუსეთს აქვს, ყოველთვის იწვევდა ეჭვს: რატომ შეიძლება ეს აწყობდეს „ნაცმოძრაობას“? კარტები გახსნა თავად სააკაშვილმა და პირდაპირ თქვა, რომ ის ივანოვის ჩამოყვანილია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.