Loading data...
გურამ მაჭარაშვილი პეტერ ფიშერის ინტერვიუზე: მინდა მივმართო ბატონ ფიშერს, ის ცნობილი გამოთქმა - „ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ“, საქართველოში აღარ მუშაობს

„მინდა მივმართო ბატონ ფიშერს, რომ ის ცნობილი გამოთქმა, რომ ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ, საქართველოში აღარ მუშაობს“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა

დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ინტერვიუს, სადაც ფიშერმა თქვა, რომ არასდროს დაურღვევია ვენის კონვენცია და არც საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარეულა.

„აქციაზე მიდიოდა ანტისახელმწიფოებრივი პროცესების დროს, ახალისებდა ამ აქციებს. რადიკალებს, პოლიციელების მიმართ მოლოტოვის მსროლელებს პირდაპირ ეუბნებოდა დემოკრატიას იცავთო. მინდა მივმართო ბატონ ფიშერს, რომ ის ცნობილი გამოთქმა, რომ „ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ“, საქართველოში აღარ მუშაობს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩი ირწმუნება, რომ ვენის კონვენცია არ დაურღვევია და საქართველოს შიდა საქმეებში არ ჩარეულა.