Loading data...
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე: როგორც კი შეიქმნა, იმ დღესვე დააფიქსირეს, რომ ჩვენ კი გავერთიანდით, მაგრამ ცალ-ცალკე გზები გვაქვსო, ჩვენ მაშინვე დიაგნოზი დავუსვით, რომ ეს ალიანსი ვერც იარსებებდა, არც მომავალი ექნებოდა და სანამ ფორმალურად იარსებებდა, ერთმანეთს დაჭამდნენ

„როგორც კი შეიქმნა, იმ დღესვე დააფიქსირეს, რომ ჩვენ კი გავერთიანდით, მაგრამ ცალ-ცალკე გზები გვაქვსო“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციური ალიანსის დაშლასთან დაკავშირებით.

მაჭარაშვილის თქმით, მაშინვე დაუსვეს დიაგნოზი, რომ ეს ალიანსი ვერ იარსებებდა.

„როგორც კი შეიქმნა, იმ დღესვე დააფიქსირეს, რომ ჩვენ კი გავერთიანდით, მაგრამ ცალ-ცალკე გზები გვაქვსო. ჩვენ მაშინვე დიაგნოზი დავუსვით, რომ ეს ალიანსი ვერც იარსებებდა, არც მომავალი ექნებოდა და სანამ ფორმალურად იარსებებდა, ერთმანეთს დაჭამდნენ.

შეკითხვა მაქვს ევრობიუროკრატიასთან, ევროკავშირის ელჩთან, ამ ხალხზე ეუბნებოდით ქართულ საზოგადოებას, რომ ეს ხალხი შექმნიდა ქართულ კოალიციას და ესენი იქნებოდნენ ევროპული ღირებულებების წარმომადგენლები? არაფერი გააჩნიათ, არაფერზე ვერ შეთანხმდნენ და ესენი მინისტრთა კაბინეტზე შეთანხმდებოდნენ ვის რომელი მინისტრი ეყოლებოდა კოალიციურად?“, - აღნიშნა მან.