Loading data...
გურამ მაჭარაშვილი – „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები სერიალებს უწევს სერიოზულ კონკურენციას, მლოცველ ბოკუჩავას მცხობელი ჟორჟოლიანით თუ ჩაანაცვლებ, არაფერი შეიცვლება

„ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის სასიკეთოა. ეს პარტია და მისი ფილიალები თავს რაც უფრო მალე ამოწურავენ, მით უკეთესია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები იმ ადგილს დაიკავებენ, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჩამოსცილდება.

„ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები სხვადასხვა სახის სერიალებს სერიოზულ კონკურენციას უწევს. რა შეიძლება, შეიცვალოს თავმჯდომარეების შეცვლით? არც არაფერი. თავიანთი ამომრჩევლის დიდი რაოდენობა დაკარგეს და ერთ უჯარო გენერალს მეორე უჯარო გენერლით თუ ჩაანაცვლებ, არაფერი შეიცვლება.

თინა ბოკუჩავამ გვითხრა, რომ სანთლით ხელში ლოცულონდა და აღმოჩნდა, ამ დროს, მისი პატრონები ეკლესიას ეუბნებოდნენ, რომ ლგბტ პროპაგანდით დაკავებულიყვნენ. საინტერესოა, ბოკუჩავა რას ლოცულობდა? ეს უთხრას საზოგადოებას. მლოცველ ბოკუჩავას მცხობელი ჟორჟოლიანით თუ ჩაანაცვლებ, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობაში“ არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.