Loading data...
გურამ მაჭარაშვილი: კომისიამ პრაქტიკულად უკვე გამოაჩინა, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც რეჟიმი, უკვე არ უნდა არსებობდეს, თუმცა ამას ექნება სამართლებრივი პროცედურები კომისიის დასრულების შემდგომ

„ნაცმოძრაობა“, როგორც რეჟიმი, უკვე არ უნდა არსებობდეს,“ - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

„საზოგადოებამ კარგად ნახა, თუ რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც რეჟიმი, რომელიც მართავდა 2003-2012 წლებში საქართველოს სახელმწიფოს, ალბათ საკითხი არ არსებობს, სადაც დანაშაულები არ აქვთ ჩადებული, არა მარტო განზრახ შეცდომებზეა საუბარი.

საზოგადოებამ დაინახა ის თუ როგორ იყო ბიზნესის რეკეტი, საპატიმროებში როგორ ხდებოდა სახელისუფლებო უწყებებიდან, მათ შორის ბიზნესის დახმარებით, იგივე „თი ბი სი ბანკის“ და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე, რომელიც პირდაპირ დაასახელეს და მტკიცებულებებიც არის ამასთან დაკავშირებით ბიზნესის რეკეტში. ომის თაობაზე, სადაც სამწუხაროდ საზოგადოებამ დაინახა ის თუ როგორ უგულებელყოფდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა საზოგადოების, მოსახლეობის უფლებებს.

რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ხელმძღვანელებს აუცილებლად ექნება, ამ კომისიამ ეს პრაქტიკულად უკვე გამოაჩინა, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც რეჟიმი, უკვე არ უნდა არსებობდეს. თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, ექნება სამართლებრივი პროცედურები კომისიის დასრულების შემდგომ,“ - აცხადებს მაჭარაშვილი.