Loading data...
გურამ მაჭარაშვილი: ესტონეთს პირდაპირ შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ის, სამწუხაროდ, თავიდან ბოლომდე ზის იმ ევრობიუროკრატიის ნარატივზე, რომელსაც ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია

„ესტონეთს პირდაპირ შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ის, სამწუხაროდ, თავიდან ბოლომდე ზის იმ ევრობიუროკრატიის ნარატივზე, რომელსაც ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს მიმართ ესტონეთის ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრისას.

„როდესაც ესტონეთი გვეუბნებოდა, რომ ომი თქვენთან უნდა იყოს, რათა შემდეგ რუსები ჩვენთვის ვერ მოიცლიანო, გასაგები იყო, რასთან გვქონდა საქმე. ესტონურ საზოგადოებასა და ქართულ საზოგადოებას შორის პრობლემები არასდროს ყოფილა და არც იქნება. რაც შეეხება ესტონეთის ხელისუფლებას, დარწმუნებული ვარ, თავად ესტონეთის მოქალაქეები გადაწყვეტენ მათ ბედს, რადგან უკვე ნათელია ევრობიუროკრატიის პრობლემა და კრიზისი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

როგორც ცნობილია, ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში კი დროებით რწმუნებულს ტოვებს.