Loading data...
გურამ მაჭარაშვილი: დადასტურდა ის, რასაც პირდაპირ ვამბობდით - USAID-ი, ევროპის განვითარების ფონდი აფინანსებენ საქართველოში უკანონოდ ხელისუფლების შეცვლას, მოლოტოვის კოქტეილებს, რადიკალურ პროცესებს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე USAID-ის ფაილებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციას აფასებს.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი და „ხალხის ძალა“ ადრეც პირდაპირ აღნიშნავდნენ, რომ USAID-ი და ევროპის განვითარების ფონდი საქართველოში ხელისუფლების უკანონო შეცვლას, რადიკალურ პროცესებსა, მათ შორის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას აფინანსებდნენ.

„პირდაპირ ვამბობდით, რომ USAID-ი, ევროპის განვითარების ფონდი აფინანსებენ საქართველოში უკანონოდ ხელისუფლების შეცვლას, მოლოტოვის კოქტეილებს, რადიკალურ პროცესებს. ამ ყველაფერს აფინანსებს მათ შორის USAID-ი, ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი იყო USAID-ი.

რაც დაადასტურა 2024-ში ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ, USAID-ი პირდაპირ სწორედ ამ მიზნით გააუქმა, როდესაც ჩაწერა, რომ USAID-ი უნდა გაუქმდეს იმისთვის, რომ ის იყენებდა თავის ფულს სხვა ქვეყნებში პოლიტიკურ პროცესებში ჩასარევად. ახლა მით უმეტეს, ეს გამოქვეყნებული ფაილები არის მორიგ ჯერზე იმის მტკიცებულება, რასაც ჩვენ ვამბობდით. ეს არის დადასტურებული ზუსტად, რომ USAID-ის თანხები მიემართებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამ შემთხვევაში საქართველოში, რომ უკანონოდ შეცვლილიყო ხელისუფლება“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.