გურამ მაჭარაშვილი: ჩვენთვის არაფრის მთქმელია 24 ქვეყნის მოწოდება, თუ მტკიცებულება არ ახლავს, რადიკალური ოპოზიციისთვის „მოსკოვის მექანიზმი“ მაშველი რგოლია, მაგრამ „ნაცმოძრაობას“ არაფერი უშველის
რას მოგვიწოდებს 24 ქვეყანა, ჩვენთვის არაფრის მთქმელია, თუ თან მტკიცებულება არ ახლავს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „მოსკოვის მექანიზმი“ რადიკალური ოპოზიციისთვის მაშველი რგოლია, მაგრამ, მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ არაფერი აღარ უშველის.
„24 ქვეყანა კი არა, 27 ქვეყნის ელჩი იუსტიციის მინისტრთან მივიდა და ეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილი კვდება, ევროპის ჰაერი სჭირდებაო. რატომღაც, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ არ მახსოვს, 27 ქვეყნის ელჩი მოსულიყო და ბოდიში მოეხადა, უი, შევცდით, სააკაშვილი არ კვდებაო.
რას მოგვიწოდებს 24 ქვეყანა, ჩვენთვის არაფრის მთქმელია, თუ ამას თან მტკიცებულება არ ახლავს. მათი აზრით, ეს მექანიზმი რადიკალური ოპოზიციისთვის მაშველი რგოლია, მაგრამ „ნაცმოძრაობას“ არაფერი აღარ უშველის, მალე, მათ საკონსტიტუციო სასამართლო ხელოვნური სუნთქვიდან გამორთავს, რადგან ასეთი სახის პოლიტიკური პარტია არ უნდა არსებობდეს და ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.