Loading data...
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ ვართ ის საპარლამენტო ოპოზიცია, რომლის მიზანია უკეთესი საქართველო, შესაბამისად, ხელისუფლების მიმართ თუ რაიმე იქნება საკრიტიკო, ამას არ ვერიდებით

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელზეც პარლამენტი მუშაობას დაჩქარებული წესით იწყებს.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს გამართავენ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება „ხალხის ძალაში“ კონსულტაციები, შემდგომ ჩვენი კონსულტაციები გაიმართება „ქართულ ოცნებასთან“. ერთი რამ ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ის საპარლამენტო ოპოზიცია, რომლის მიზანი გახლავთ უკეთესი საქართველო, ვიდრე არის დღეს და, შესაბამისად, ხელისუფლების მიმართ თუკი რაიმე იქნება საკრიტიკო, ამას ჩვენ არ ვერიდებით.

ამავდროულად, როცა ვხედავთ, რომ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, უსაფრთხოების გაზრდიდან გამომდინარე, რაღაც ნაბიჯებია გადასადგმელი, ბუნებრივია, ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც საქართველოს სჭირდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.