Loading data...
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ გვქონდა განცხადებები, მოწოდებები, რომ კრიზისი იყო, შექმნილი იყო არასწორი მიმართულება ევრობიუროკრატიაში, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ გალაშქვრა ხდებოდა და დღესაც არ არის შენელებული

„არცერთ გაერთიანებაში თვითმიზანი არ ყოფილა საქართველოს გაერთიანება, თუ ის არ ესადაგება საქართველოს ინტერესებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

„ჩვენ გვქონდა პირდაპირი გამოსვლები, განცხადებები, მოწოდებები, რომ კრიზისი იყო და შექმნილი იყო არასწორი მიმართულება ევრობიუროკრატიაში, ევროკავშირის სტრუქტურებში, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ გალაშქვრა ხდებოდა და დღესაც არ არის შენელებული.

ეს ჩვენ, „ხალხის ძალას“, არაერთხელ გვითქვამს 2022 წლიდან დაწყებული... არცერთ გაერთიანებაში თვითმიზანი არ ყოფილა საქართველოს გაერთიანება, თუ ის არ ესადაგება საქართველოს ინტერესებს. დღესაც ზუსტად ამ პოზიციაზე ვართ. განცხადებებიც, კომენტარებიც, შეხვედრებიც, დებატებიც და ყველაფერი დაწყებული გვქონდა იმიტომ, რომ დღემდე ასე ვაგრძელებთ - სიმართლე უნდა გვუთხრათ საზოგადოებას“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი