Loading data...
გურამ მაჭარაშვილი: ბატონი მაკრონი და მერცი ამბობენ, რომ თურმე არც საფრანგეთი და არც გერმანია ძალადობის ადგილი არ ყოფილა, უკაცრავად, მაგრამ საქართველოში რატომ არის ძალადობის ადგილი, როდესაც იგივე ჰერჩინსკი დღემდე ახალისებს იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი საფრანგეთში მიმდინარე აქციებს „ქრონიკასთან“ აფასებს.

როგორც ის აღნიშნავს, საფრანგეთში მიმდინარე აქციები ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია.

„ბატონი მაკრონი და მერცი ამბობენ, რომ თურმე არც საფრანგეთი და არც გერმანია ძალადობის ადგილი არ ყოფილა. უკაცრავად, მაგრამ საქართველოში რატომ არის ძალადობის ადგილი, როდესაც იგივე ჰერჩინსკი დღემდე ახალისებს იმ ადამიანებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ პოლიციელებს და დღემდე ითხოვს იმ ადამიანების გამოშვებას, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ პოლიციელებს ესროდნენ. რატომღაც დუმს იმასთან დაკავშირებით, რომ საფრანგეთსა და გერმანიაში ასეთ ადამიანებს პოლიცია არბევს. ეს არის ზუსტად ის არასწორი, ანტიევროპული დამოკიდებულება, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობდით“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.