1771781914
პოლიტიკა
გურამ დავითაშვილი: 2025 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ჰქონდა რეკორდული შედეგი - ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელთა რაოდენობამ გადააჭარბა გასული 10 წლის ჯამურ მაჩვენებელს
„2025 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ჰქონდა რეკორდული შედეგი - ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელთა რაოდენობამ გადააჭარბა გასული 10 წლის ჯამურ მაჩვენებელს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა გურამ დავითაშვილმა.
მისივე თქმით, თითოეული გაძევების პროცედურა ტარდება სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით და გათვალისწინებულია ადამიანის უფლებების სტანდარტები.
„თითოეული არალეგალი მიგრანტის გაძევება მოითხოვს გარკვეული სამართლებრივი პროცედურების ჩატარებას და თითოეული გაძევების პროცედურა ტარდება სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით და მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ადამიანის უფლებების სტანდარტები“, - აღნიშნა გურამ დავითაშვილმა.