გორდულაძე: ზურაბიშვილს უნდა, საბჭო შექმნას, რევკომი აღადგინოს ან რეპრესიები აამოქმედოს, ოპოზიციის შედეგი იქნება ნული, რაც პოლიტიკური ნულები არიან, იგივე დარჩებიან
სალომე ზურაბიშვილს უნდა, საბჭო შექმნას, რევკომი აღადგინოს ან რეპრესიები აამოქმედოს, ოპოზიციის შედეგი იქნება ნული, რაც პოლიტიკური ნულები არიან, იგივე დარჩებიან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზურაბიშვილი ცდილობს ახალი არჩევნები ჩაინიშნოს.
„სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ფეხქვეშ რომ თელავს, სამწუხაროდ, ეს ახალი არ არის, მაგრამ საზოგადოებას შევახსენებ, რომ არჩევნების დანიშვნას სამი საფუძველი აქვს: როცა საპარლამენტო ციკლის ოთხწლიანი ვადა გადის, პარლამენტი მთავრობას ორჯერ ნდობას არ უცხადებს და სასამართლოს მიერ არჩევნების ბათილად ცნობა ხდება. საზოგადოებამ კარგად იცის, ქვეყანაში ეს საფუძვლები არსებობს თუ არა.
სალომე ზურაბიშვილი ახლა გამოუვალ მდგომარეობაშია და ხვეწნა-მუდარით გამოდის, როგორმე იმ სიტუაციიდან გამოვიყვანოთ, რაშიც პატრონებმა ჩააგდეს. ცდილობს, ახალი საფუძველი მოიფიქროს, რათა არჩევნები ჩაინიშნოს. ამ დავალების შესრულებაში არასოდეს დავეთანხმებით. უნდა, საბჭო შექმნას და უნდა, რევკომი აღადგინოს ან რეპრესიები აამოქმედოს, მათი შედეგი ნული იქნება, რაც პოლიტიკური ნულებიც არიან, იგივე დარჩებიან“, - აღნიშნა გორდულაძემ.