Loading data...
გორდულაძე ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე: უბრალოდ ნიუსის შესაქმნელად რაღაც აქტივობებს რომ ახორციელებენ, ეს არის მცდელობა, საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები უბრალოდ ნიუსის შესაქმნელად თვითმმართველობის არჩევნებისთვის რაღაც აქტივობებს ახორციელებენ, სინამდვილეში კი საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრიან. 

გორდულაძის თქმით, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რასაც დაავალებენ. 

„სახელოვნად დამარცხდება კოლექტიური აგენტურა „ნაცმოძრაობის“ სახით ჩვენს ქვეყანაში. ხოლო ახლა ეს ადამიანები უბრალოდ ნიუსის შესაქმნელად რაღაც აქტივობებს რომ ახორციელებენ, ეს არის მცდელობა, რომ ქართულ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ. რეალურად, ეს ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ იმას, რასაც დაავალებენ. ერთადერთი არის, რომ რამდენად მიიღებენ საკმარის თანხას, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანა სცადონ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.