1768645938
პოლიტიკა
გორდულაძე მოლდოვის პრემიერის განცხადებაზე: ათასწლიანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყანას ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება, სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი, ან პრემიერი ამბობდეს, რომ სხვა ქვეყანასთან გაერთიანება სჭირდება
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე მოლდოვის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ის, როგორც რიგითი მოქალაქე, რუმინეთთან გაერთიანების მომხრეა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ იცვლება ყველანაირი მსოფლიო წესრიგი - ახალი პოლიტიკური განაწილება, ახალი რუკა და ინტერესები ახალი მოცემულობაა მთლიანად მსოფლიოს მასშტაბით. ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს და შიდა საქმიანობა. სწორედ ამიტომ ვამბობთ, ჩვენს შიდა საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ათასწლიანი სახელმწიფოებრიობის არსებობის მქონე ქვეყანას, საქართველოს, ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი, ან პრემიერი ამბობდეს, რომ სხვა ქვეყანასთან გაერთიანება სჭირდება“, - აღნიშნა გორდულაძემ.