გორდულაძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ეუთოს ხელმძღვანელობას უშვერი სიტყვებით ლანძღავს, რადგან საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდათ კომუნიკაცია, ამის მიზანი ქვეყნის იმიჯის დაზიანებაა

„საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები როდესაც საქართველოს ხელისუფლებას ხვდებიან, კოლექიუტი „ნაცმოძრაობის“ ნარატივი იქცევა, რომლის მიხედვითაც, თურმე საქართველო იზოლაციაშია და კავშირები არ აქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა ეუთოს ხელმძღვანელობა პირდაპირ უშვერი სიტყვებით ლანძღეს, რადგან საქართველოს არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ჰქონდათ.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა ეუთოს ხელმძღვანელობა პირდაპირ უშვერი სიტყვებით ლანძღეს, რადგან მათ საქართველოს არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ჰქონდათ. ამ ყველაფრის მიზანი საქართველოს იმიჯის დაზიანებაა.
პია კაუმას წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები გვახსოვს, რომელსაც ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეს, რომ საქართველოში ჩამოსვლა მიზანშეწონილად აღარ ჩათვალა.
გენერალური მდივნის მიმართაც იგივე მცდელობები ჰქონდათ. ეს ადამიანები ცდილობენ, როგორმე საქართველოს სახელი შელახონ, ყველაფერი იმისთვის გაკეთდეს, რომ ხელისუფლებაში როგორმე დაბრუნდნენ. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები როდესაც ხელისუფლებას ხვდებიან, ეს ყველაფერი მათ ნარატივს აქცევს, რომლის მიხედვითაც, თურმე საქართველო იზოლაციაშია და კავშირები არ აქვს.
ეს ყველაფერი ქვეყნის დაზიანებას ემსახურება, რისი არაერთი მცდელობაც წარსულში იყოს. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ქვეყნის დაზიანებას კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლის ფონზე ცდილობენ“, - აღნიშნა გორდულაძემ.