გორდულაძე გახარიაზე: ერთი მშიშარა ადამიანია, „ნაცმოძრაობასთან“ შეკრული, არ შეუძლია, რომ თვალებში შეხედოს ქართველ ხალხს

„ბატონ გიორგი გახარიას ძალიან გაუგრძელდა შეხვედრები. ნამეტანი მოუცლელი გახდა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს ახლა და ელემენტარულად თავისი გუნდის წევრებს დაელაპარაკოს“, - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიას შეხვდნენ.
მმართველი გუნდის დეპუტატი, გახარიას „მშიშარა ადამიანს“ უწოდებს და დასძენს, რომ მზად არ არიან ქართველ ხალხთან სალაპარაკოდ და სათქმელიც არაფერი აქვთ.
„ერთი მშიშარა ადამიანია, „ნაცმოძრაობასთან“ შეკრული, არ შეუძლია, რომ თვალებში შეხედოს ქართველ ხალხს და გაურბის ყველანაირ პასუხისმგებლობას.
მისი გუნდის წევრები სად გაიქცევიან და სად ვის ეახლებიან, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს, ახლაც არ არიან ეს ადამიანები მზად, რომ ქართველ ხალხს ელაპარაკონ, იმიტომ რომ სათქმელი არაფერი აქვთ.
თავიანთ პატრონებთან წავლენ და შეეცდებიან, რომ გარედან გააკეთებინონ განცხადებები, ერთ ნარატივზე დასხდნენ, ისევ ცრუ კამპანიები აწარმოონ“, - აღნიშნავს გორდულაძე.