Loading data...
გორდულაძე ეუთოს დასკვნაზე: დასკვნის ავტორებს შეუძლიათ, აშშ-ის ადმინისტრაციას მიმართონ ანალოგიური შენიშვნებით

„მიკერძოებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული ე.წ. ფაქტების დამდგენი დასკვნა, სადაც არაა საუბარი ფაქტებზე. ამ კითხვებზე საზოგადოებას უკვე ორჯერ - არჩევნებზე აქვს პასუხი აქვს გაცემული, რომ ამ ქვეყანაში კარები არ უნდა ჰქონდეს გახსნილი არც ბაღებში და არც სკოლებში ლგბტ პროპაგანდას, არ უნდა იყოს დაშვებული ბავშვებში სქესის შეცვლა“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ მარტივ კითხვას უნდა გასცეს პასუხი - უნდა იყოს თუ არა დაშვებული ჩვენს ქვეყანაში სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა, უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული FARA?

„ამ დასკვნის ავტორებს შეუძლიათ, ამავდროულად, აშშ-ის ადმინისტრაციას მიმართონ ზუსტად ანალოგიური შენიშვნებით და უთხრან, რომ გააუქმონ მათ ქვეყანაში არსებული FARA და მათი გადაწყვეტილება, რომ დაუშვებელია სქესის შეცვლა ბავშვებისათვის.

კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ მარტივ კითხვას გასცეს პასუხი - უნდა იყოს თუ არა დაშვებული ჩვენს ქვეყანაში სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა, უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული FARA, უნდა იყოს დასაშვები თუ არა ჩვენს ქვეყანაში შავი ფულის ტრიალი და პოლიტიკის დაფინანსება გარედან?! ამ კითხვებს ეს ადამიანები გაურბიან და საუბრობენ აბსოლუტურ სისულელეს, ასევე, ახსენებენ ჰააგას და ეს ყველაფერი დაიწყო დეზინფორმაციის გამავრცელებლად გადაქცეული BBC-ის პროპაგანდისტული ფილმისგან, რომელსაც მოაყოლეს გებელსისეული პროპაგანდა, რომელიც არ ჭრის“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.