გორდულაძე „ენმ“-ის დაპირებაზე: ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სულ 3 წუთიც კი ვერ ძლებს უკვე მათი ტყუილები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილისა არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციის ტყუილები სულ 3 წუთიც კი ვერ ძლებს და ისინი ტყუილების ტყუილებში არიან მხილებულები.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ტყუილები ძალიან მალე გამოდის სააშკარაოზე და ჯერ ვალუტაშიც კარგად არ არიან ჩამოყალიბებული.
„2 დღე კია რა, 2 თვეც რომ ჰქონდეს „ნაცმოძრაობას“, რა თქმა უნდა, ის ვერასდროს ვერ შეძლებ და ეთქვა წყარო, საიდან შეიძლება დაფინანსდეს საქართველო 14 მილიარდი დოლარისა და ევროს ოდენობით. ჯერ ვალუტაშიც კარგად ვერ ჩამოყალიბებულან.
რა თქმა უნდა, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სულ 3 წუთიც კი ვერ ძლებს უკვე მათი ტყუილები და ტყუილების ტყუილებში არიან უკვე მხილებულები.
ასეთი ფონდები რომ არსებობდეს, მაშინ მოლდოვა და უკრაინა და სხვა კანდიდატი ქვეყნები, სადაც მოლაპარაკებები არის გახსნილი, მიიღებდნენ ასეთ დაფინანსებას, მაგრამ მათაც არ მიუღიათ, იმიტომ რომ ასეთი ფონდი ბუნებაში არ არსებობს“ - აცხადებს გორდულაძე.