Loading data...
გორდულაძე: „დიფ სთეითს“ სურვილი აქვს, რომ ის ე.წ. რეკომენდაციები გამოყენებული იყოს ჩვენს ქვეყანაში პროტესტის მუხტის გასაზრდელად

„დიფ სთეითს“ სურვილი აქვს, რომ ის ე.წ. რეკომენდაციები და, რეალურად, შანტაჟი და პირდაპირ მოცემული დირექტივები, რომელიც არავითარ შეხებაში არ არის ვიზალიბერალიზაციასთან, გამოყენებული იყოს ჩვენს ქვეყანაში პროტესტის მუხტის გასაზრდელად და ეს პროტესტი გამოყენებულ იქნეს არეულობის და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისათვის“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის კლასიკური გეგმის ნაწილი, რომელიც, თავის დროზე, უკრაინაშიც გამოიყენეს.

„ეს არის კლასიკური გეგმა, ასეთი გეგმა წარსულშიც გვინახავს, ეს არ არის სიახლე. ზუსტად იგივე იყო 2022 და 2023 წელს, სადაც პირდაპირ გაიდლაინები გაიცემოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და პარტიული პირებისათვის. ეს იყო ერთი დიდი გეგმისა და ნარატივის გაგრძელება რომელიც, მაგალითად, ვიხილეთ მაიდანის დროს. ახლაც აქვთ სურვილი, რომ მაიდანი მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნავს გორდულაძე.