Loading data...
გორდულაძე: დემოკრატიული უკუსვლა იმ გაერთიანებაშია, რომელიც ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს, მაგრამ ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატიის ხელწერა ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაა

დიფ სთეითისევრობიუროკრატიის ხელში შანტაჟის ერთადერთი მექანიზმი ქართველ ხალხზე ზეწოლის განსახორციელებლად დარჩენილია ვიზალიბერალიზაცია, ყველაფერს აკეთებენ, როგორმე, ქართველი ხალხი დასაჯონ იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელსაც ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის იღებს , - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მცდელობაა, როგორმე, ქართველები დააშანტაჟონ, რომლებიც „დიფ სთეითის“ მართულ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ საშუალებას არ აძლევენ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ.

„ვინმეს რაიმე ობიექტურობა თუ შერჩა, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ ინტერესი არ უნდა იყოს მიღებული. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ კეთილგონიერება აღარ არის დარჩენილი და ევროკავშირი დარჩენილია ევროპულობისგან, დემოკრატიულობისგან.

სამწუხაროდ, დემოკრატიული უკუსვლა იმ გაერთიანებაშია, რომელიც იდეაში, ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს, მაგრამ ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატიის ხელწერა ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაა. არავითარი ობიექტური საფუძველი არ არსებობს უვიზო მიმოსვლის შეჩერების“, - აღნიშნა გორდულაძემ.