Loading data...
გორდულაძე: დაუშვებელია, რომ მოსახლეობა და ამომრჩეველი რა დანაშაულის რეჟიმის ამომრჩეველიც არ უნდა იყოს, მისი გასამართლება ან დაშინება მოხდეს

„დაუშვებელია, რომ მოსახლეობა და ამომრჩეველი რა დანაშაულის რეჟიმის ამომრჩეველიც არ უნდა იყოს, მისი გასამართლება ან დაშინება მოხდეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ „ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

არჩილ გორდულაძის თქმით, ამომრჩეველს დიდი პასუხისმგებლობა აქვს.

„თითოეულ ამომრჩეველს კარგად უნდა ესმოდეს რამხელა პასუხისმგებლობა აქვს. კარგად უნდა გვესმოდეს რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია, როდესაც ქართველი ამომრჩეველი მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა ვთხოვოთ, კარგად შეხედოს ფაქტებს და მხოლოდ ამაზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უთხრას უარი, ასევე, გახარიას, ასევე „ლელოს“, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, საკუთარი თავი, საკუთარი აგენტურული წარსული და აწმყო დამალონ და როგორმე შეიყვანონ ჩვენი ქართველი ხალხი ამ ამბავში“, - აცხადებს გორდულაძე.

ცნობისთვის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს მათი ამომრჩევლების გასამართლება.