Loading data...
გორდულაძე: არჩევნებში რაც უფრო ნაკლები აგენტი მიიღებს მონაწილეობას, საზოგადოებისთვის იქნება კარგი

„გასაგებია, ოპოზიციას რატომ არ უნდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, მარცხს უკვე მერამდენედ მიიღებენ? - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, კარგი იქნება, რაც უფრო ნაკლები რაოდენობის აგენტი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

„ყველა იმ არჩევნებში, რომელშიც„ ნაცმოძრაობა“ და აგენტურა მიიღებს მონაწილეობას, რა თქმა უნდა, დამარცხებისკენ არის განწირული. 

არჩევნებში ან მონაწილეობას, ან არ მონაწილეობას, მათ ვინ ეკითხება. მთავარია, რა მესიჯი მიუვათ, რა დავალებას მიიღებენ. სწორედ ამის შესაბამისად იმოქმედებენ. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რაც უფრო ნაკლები რაოდენობის აგენტი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. უკეთესი იქნება, ქართული საზოგადოებისთვისაც და პოლიტიკისთვისაც.

ამ შემთხვევაში, შესაძლებლობა გახდება, პოლიტიკაში ისეთი სახეები გამოჩნდნენ, რომლებიც ეროვნული ინტერესებიდან იმოქმედებენ და ქართველ ხალხს შესაძლებლობა ექნება, არჩევანი არა ომის პარტიასა და ეროვნულ ძალას შორის გააკეთოს, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად პარტიებს აირჩევს“, - აღნიშნა გორდულაძემ.