გორდულაძე: არავითარი „პრო“ არ არსებობს „ქართულ ოცნებაში“, ჩვენ ვართ ქართველები და ვიმოქმედებთ მხოლოდ საქართველოს ინტერესების შესაბამისად

„ჩვენ ვხედავთ სკანდალს აშშ-ში „რაშა გეითსის“ სახით, სადაც ყოფილ პრეზიდენტსაც კი იბარებენ გამოკითხვაზე, რომელიც „დიფ სთეითის“ ხელშეწყობითა და მისი მეოხებით ცდილობდა, რომ არჩეული პრეზიდენტის დისკრედიტაცია მოეხდინა, მხოლოდ და მხოლოდ რუსულის იარლიყის მიწებებით“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი არჩილ გორდულაძე აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს „რაშა გეითსის“ ირგვლივ.
მისი თქმით, მსგავსი რამ ხდება საქართველოში, რადგან „დიფ სთეითი“ „ქართული ოცნებისთვის“ პრორუსის იარლიყის მიწებებას 2011 წლიდან ცდილობს.
„2011 წლიდან მოყოლებული ცდილობენ, „ქართული ოცნების“ მიმართ აწარმოონ დეზინფორმაციული კამპანია, მოგვაწებონ იარლიყი პრორუსობასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც არავითარი „პრო“ არ არსებობს „ქართულ ოცნებაში“, ჩვენ ვართ ქართველები და ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების შესაბამისად.
ეს არის „დიფ სთეითის“ გებელსისეული და ბოლშევიკური პროპაგანდის კარგი მაგალითი, რომლის მსხვერპლიც, სამწუხაროდ, არამხოლოდ საქართველო, არამედ ისეთი ძლიერი ქვეყნებიც კია, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია და აშშ.
ჩვენ ვხედავთ სკანდალს აშშ-ში „რაშა გეითსის“ სახით, სადაც ყოფილ პრეზიდენტსაც კი იბარებენ გამოკითხვაზე, რომელიც „დიფ სთეითის“ ხელშეწყობითა და მისი მეოხებით ცდილობდა, რომ არჩეული პრეზიდენტის დისკრედიტაცია მოეხდინა, მხოლოდ და მხოლოდ რუსულის იარლიყის მიწებებით“, - აღნიშნავს გორდულაძე.