Loading data...
გორდულაძე ახალაიას მეუღლეზე: ეს ქალბატონი თავისი ადვოკატის მოწმობით ჟონგლიორობს, მისი მიზანია, ბაჩო ახალაია წამებულად წარმოაჩინოს, თითქოს დაკავებულის უფლებები ირღვევა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ანი ნადარეიშვილი სპეკულირებს.

„ეს ქალბატონი თავისი ადვოკატის მოწმობით სპეკულირებას ცდილობს, თითქოს არ აქვს შესაძლებლობა, თავის მეუღლეს შეხვდეს და ადვოკატის საქმიანობა განახორციელოს. ეს წარმოუდგენელია, როდესაც საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი თვითონ არის, რა დაცვის უფლებამოსილებები უნდა განახორციელოს?

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შეცვლის მცდელობა ბაჩანა ახალაიას მიმართ. ქალბატონ ანის აქვს მხოლოდ ადვოკატის მოწმობა, იგი არ არის ჩართული დაკავებულის საადვოკატო საქმიანობაში.

ის, ამ მოწმობის გამოყენებით, უკვე ჟონგლიორს. ამბობს, თითქოს დაკავებულის უფლებები ირღვევა, რაც აბსოლუტური ნონსენსია... ბაჩანას შეუძლია, გაიხსენოს, თავისი ხელმძღვანელობის დროს, როგორ ირღვეოდა ადამიანის უფლებები საპატიმროებში და ეს დასრულდა 2012 წელს“, - აცხადებს გორდულაძე.