1759162358
პოლიტიკა
GORBI: კითხვაზე - თბილისის მერის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, კახა კალაძე დაასახელა გამოკითხულთა 66,5%-მა, ირაკლი კუპრაძე კი - 13,5%-მა

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
„თბილისის მერის არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი კანდიდატებიდან?“ - ეს იყო კიდევ ერთი კითხვა, რომელიც დაუსვეს რესპონდენტებს, შედეგები კი ასე გადანაწილდა:
კახა კალაძეს, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს აქვს 66,5%-იანი მხარდაჭერა
ირაკლი კუპრაძეს „ძლიერი საქართველოდან“ - 13,5%
იაგო ხვიჩიას - „გირჩის“ კანდიდატს კი 13%
სხვა კანდიდატებს საერთო ჯამში გამოკითხულთა 7% უჭერს მხარს
გამოკითხვა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.