Loading data...
GORBI: კითხვაზე: ადგილობრივი არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას ბათუმში, „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 62,8%, „გახარია საქართველოსთვის“ - 16,7%

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან და კოალიციებიდან, ბათუმში შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 62,8%

„გახარია საქართველოსთვის“ - 16,7%

„გირჩს“ აქვს გამოკითხულთა 9,6% მხარდაჭერა

„ძლიერი საქართველო „ლელოს“ აქვს 5,7%-იანი ნდობა

სხვა პარტიებს კი 5,2%.

გამოკითხვა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.