Loading data...
გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა

გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა.

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვე მერის თანამდებობა“, - ნათქვამია გადადგომის შესახებ განცხადებაში.

გოგი აბუაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის კანდიდატად „ქართული ოცნების“ სახელით იყო წარდგენილი.