Loading data...
გივი მიქანაძე: სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია გადაიქცა რადიკალების ერთგვარ მხარდამჭერ რუპორად

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია გადაიქცა რადიკალების ერთგვარ მხარდამჭერ რუპორად.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია გადაიქცა რადიკალების ერთგვარ მხარდამჭერ რუპორად, რომლებიც აბსოლუტურად არ ინტერესდებიან რეალური ინფორმაციით და მხოლოდ ცდილობენ დაასხან წყალი იმ წისქვილზე, რომელიც რადიკალების დღის წესრიგს ემსახურება.

საზოგადოება უკვე ძალიან კარგად ხედავს, რომ ისინი მიკერძოებულები არიან და მათი მიზნები სცდება იმ რეალობას რომელიც საქართველოშია და მოვლენების არასწორ ინტერპრეტაციას უწყობს ხელს“, - აღნიშნავს მიქანაძე.