Loading data...
გიორგი ვოლსკი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ზანგეზურის დერეფანი, ჩაანაცვლებს სხვა დერეფანს, ამ ადამიანებმა ან არ იციან, ან შეგნებულად იტყუებიან - საქართველოს მნიშვნელობა უალტერნატივოა, როდესაც ვსაუბრობთ აზიასა და ევროპას შორის ურთიერთკავშირებზე

„საქართველოს მნიშვნელობა არის უალტერნატივო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აზიასა და ევროპას შორის ურთიერთ კავშირებზე“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

მან ისაუბრა, რამდენად შესაძლებელია, საქართველოს ჩანაცვლება მოხდეს ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტებით.

მისივე თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება ჩვენთვის მისასალმებელია.

„საქართველო არა თუ რადარიდან არ გამქრალა, გეოგრაფიული რუკიდან ვერ გაქრება და სანამ გეოგრაფიულ რუკაზე არსებობს საქართველო, რაც ყველასთვის არ არის სასიხარულო, იქამდე საქართველო რადარიდან ვერ გაქრება. დავოსშიც აღნიშნა ალიევმა, რომ არის უშველებელი ინვესტიციები განხორციელებული, რომ ეს კომუნიკაციების ქსელი განვითარდეს.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ერთი კომუნიკაცია, ვთქვათ ზანგეზურის დერეფანი, რომელსაც ტრამპის სახელი ეწოდა უკვე და საუბრის დროს ასე მოიხმარება, ჩაანაცვლებს სხვა დერეფანს, რასაკვირველია, ამ ადამიანებმა ან არ იციან, ან შეგნებულად იტყუებიან. ასე, რომ საქართველოს მნიშვნელობა არის უალტერნატივო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აზიასა და ევროპას შორის ურთიერთკავშირებზე“, - აღნიშნა ვოლსკიმ.