გიორგი ვოლსკი: თქვენ გგონიათ გვარამიამ არ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტიდან არაფერი აუღია და პირიქით, ქვეყანას დაეხმარა?! ძალიან კარგად იცის, მაგრამ ეს კარნახის თემაა
„თქვენ გგონიათ გვარამიამ არ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტიდან არაფერი აუღია და პირიქით, ქვეყანას დაეხმარა?! ძალიან კარგად იცის, მაგრამ ეს კარნახის თემაა“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, გვარამიას განცხადებები სიბინძურეა, მაგრამ ბრძოლაში „მოსულა“, რადგან რადიკალური ოპოზიციისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია.
„ძალიან მძიმე სიმართლეა. საქართველო გადარჩება თუ არა, არავის აინტერესებს. ამ კუთხით მოაწყვეს ბიძინა ივანიშვილზე ფინანსური შეტევა, იმ კაცმა მაინც არ დაიხია უკან. თქვენ გგონიათ გვარამიამ არ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტიდან არაფერი აუღია და პირიქით, ქვეყანას დაეხმარა?! ძალიან კარგად იცის, მაგრამ ეს კარნახის თემაა. ერთი, რომ გარშემო ახალგაზრდები მოატყუოს, ან ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება ფიქრობენ, რომ რას ერჩით ამ კაცს, ქვეყნისთვის კარგის მეტი რა გაუკეთებიაო. სიბინძურეა, მაგრამ ბრძოლაში „მოსულა“. მაგათთვის ჩვეულებრივი ამბავია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.