Loading data...
გიორგი ვოლსკი: თეა წულუკიანი არის სამაგალითო მეოჯახე ქალი, რომელიც არის თავდადებული პატრიოტი ადამიანი თავის ქვეყნისა - ის არის მაღალი დონის პროფესიონალი

გიორგი ვოლსკი თეა წულუკიანის მისამართით დეზინფორმაციულ კამპანიას მედიასთან გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ეს არის უზნეობის ის დონე, რომელიც არის ტირაჟირებულიც და პოლიტიკურ ბრძოლაში ერთ-ერთი რესურსი, რომლითაც უნდათ, რომ ეს უზნეო ადამიანები ფონს გავიდნენ.

„ეს კონკრეტულ ამოცანას ისახავს მიზნად და არ არის მხოლოდ თეა წულუკიანზე მიმართული. თეა წულუკიანი არის სამაგალითო მეოჯახე ქალი, რომელიც არის თავდადებული პატრიოტი ადამიანი თავის ქვეყნისა. ის არის მაღალი დონის პროფესიონალი და ეს შეტევა მის მიმართ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, იმსახურებს მხოლოდ ერთადერთ შეფასებას - უზნეობის ის დონე, რომელიც არის ტირაჟირებულიც და პოლიტიკურ ბრძოლაში ერთ-ერთი რესურსი, რომლითაც უნდათ, რომ ეს უზნეო ადამიანები ფონს გავიდნენ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სოციალურ პლატფორმაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას, მეორედ დაოჯახებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.