Loading data...
გიორგი ვოლსკი: ფაქტი რომ ხელისუფლება იბრძვის, საქართველომ კვლავ შეინარჩუნოს ის პოზიციები, რომელიც უცვლელად გვიკავია, ქმნის ისტერიკას ჩვენი ოპონენტების შემადგენლობაში

„ის ფაქტი, რომ ხელისუფლება იბრძვის, საქართველომ კვლავ შეინარჩუნოს ის პოზიციები, რომელიც უცვლელად გვიკავია, ქმნის ისტერიკას ჩვენი ოპონენტების შემადგენლობაში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმეზე საუბრისას.

მისივე თქმით, რადგან ფარცხალაძის მიმართ არის გარკვეული ბრალდებები და უფრო სერიოზული ბრალდებები მთელი რიგი მაღალჩინოსნების მიმართულებით, ოპოზიციონერებმა გამართლების ახალი მიზეზი მოიფიქრეს.

„რადგან ფარცხალაძის მიმართ არის გარკვეული ბრალდებები და უფრო სერიოზული ბრალდებები მთელი რიგი მაღალჩინოსნების მიმართულებით, გამართლების ახალი მიზეზი მოიფიქრეს. ეს დამატებით ფაქტორს ქმნის არა სწორი ანალიზის, არამედ იმის, რომ საზოგადოებას უთხრან, რომ ხელისუფლება თვითონვე ვერ გამოავლენდა ამ დანაშაულებს, რომ არ იყოს მათი ბრალი.

ახლა ახალი დეზინფორმაცია აქვთ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ვეღარ იცავს ფარცხალაძეს, ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება ახალგაზრდა მთავრობა და ა.შ. ახალი ისტერიული გამართლება მოიგონეს იმ სწორი ხაზის საპირისპიროდ, რომელსაც ხელისუფლება მიჰყვება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.