1776853099
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: მეტი კოორდინაცია უნდა ჰქონდეთ ძალოვან სტრუქტურებს ერთმანეთთან, მამუკა მდინარაძე საუკეთესო კანდიდატია იმისთვის, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან მოახდინოს ეს კოორდინაცია
„მეტი კოორდინაცია უნდა ჰქონდეთ ძალოვან სტრუქტურებს ერთმანეთთან, მამუკა მდინარაძე საუკეთესო კანდიდატია იმისთვის, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან მოახდინოს ეს კოორდინაცია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას.
მისივე თქმით, კოორდინაცია საჭიროა ყველა მიმართულებით.
„პრემიერ-მინისტრი ამას საკმაოდ წარმატებით ახორციელებს, მაგრამ ძალოვანი სტრუქტურა საგანგებო ამოცანებს ემსახურება, რამაც ქვეყანა მომავალშიც უნდა დაიცვას დესტაბილიზაციის ასეთი გააფთრებული მცდელობებისგან, რასაც თვალ-ყურს ვადევნებთ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში საკადრო გადაადგილების შესახებ 21 აპრილს აცნობა.