გიორგი ვოლსკი: ისეთი სიტუაცია შექმნეს, ხალხის გარკვეული რაოდენობა, ახალგაზრდები ჩართეს რევოლუციურ პროცესში, პროფესიად იქცა ქვეყნის ღალატი, ხელფასს იღებენ ამაში
„ისეთი სიტუაცია შექმნეს, ხალხის გარკვეული რაოდენობა, ახალგაზრდები ჩართეს რევოლუციურ პროცესში. პროფესიად იქცა ქვეყნის ღალატი, ხელფასს იღებენ ამაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა, იმოქმედებს თუ არა ევრობიუროკრატების მუქარა უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით ოფიციალურ თბილისზე.
„ისეთი სიტუაცია შექმნეს, ხალხის გარკვეული რაოდენობა, ახალგაზრდები ჩართეს რევოლუციურ პროცესში. პროფესიად იქცა ქვეყნის ღალატი, ხელფასს იღებენ ამაში. სისხლის ღვრის, დაპირისპირების ორგანიზება, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, ცეცხლის დანთება - პროფესიად ჩამოყალიბდა. თუ ამ ხალხს კანონი უპირისპირდება, შენ [ხელისუფლებას] გაძლევენ შენიშვნას, რომ პოლიტიკური პატიმრები არიანო. არის გარკვეული თემები, რაშიც [ევრობუროკრატებს] ვერანაირად ვერ დავეთანხმებით. თუნდაც ვერ გავუუქმებთ ვიზებს ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც შეიძლება თავისუფალი მიმოსვლა არ აქვთ ევროპაში, მაგრამ საქართველოში დაშვებულია. მინდა მოვუწოდო საახალწლოდ მოსახლეობას, გააანალიზოს რას ნიშნავს გაადვილება ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერების და რომელია პოლიტიკურ სასწორზე უფრო მყარი, წონიანი ინტერესი, რაც საქართველოს გააჩნია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.