გიორგი ვოლსკი ევროკომისიის ანგარიშზე: ყველაზე საინტერესო კითხვაა რატომ ხდება, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა არ არის ამ მოხსენებაში?
„ყველაზე საინტერესო კითხვაა, რატომ ხდება, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა არა არის ამ მოხსენებაში?“, - ამ კითხვას „იმედის კვირასთან“ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სვამს.
გიორგი ვოლსკის აინტერესებს ისიც, რატომ არის მოხსენებაში გონჩარენკოს სიტყვები.
„გონჩარენკო არის რადას დეპუტატი, აბსოლუტურად არაადეკვატური პიროვნება“, - აღნიშნავს ვოლსკი.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს მიაჩნია, რომ ანგარიშის არაობიექტურობის მიზეზი საქართველოში დაძაბულობის შენარჩუნების სურვილია.
„ევროპა აღარ მალავს, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხე რეალურია, უკრაინის შეიარაღებული ძალები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, იარაღის მიწოდება საკმაოდ პრობლემატური გახდა. ასეთ რეალობაში თუ საქართველოში იქნება ხელისუფლება, რომელიც როგორც მარიონეტი შეასრულებს ნებისმიერ განკარგულებას, რა საკვირველია ეს ჩაითვლება სტრატეგიული გეგმის სერიოზული მიმართულების რეალიზებად“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.