Loading data...
გიორგი ვოლსკი ეუთო/ოდირის უარზე: შეიძლება ვინმეს არც აწყობს ევროპული სტანდარტის დამკვირვებელი იყოს საქართველოში, რაც წინაპირობას შექმნის, რომ კვლავ დადებითი დასკვნა იქნეს გამოქვეყნებული ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით

„შეიძლება ვინმეს არც აწყობს სახელმწიფოს მიერ [მოწვეული] ნორმალური, ევროპული სტანდარტის დამკვირვებელი იყოს საქართველოში, რაც წინაპირობას შექმნის, რომ კვლავ დადებითი დასკვნა იქნეს გამოქვეყნებული ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოსვლას არ აპირებს.

„ისტორიას არ ახსოვს ასეთი ზეწოლა და ბულინგი მას მერე, რაც ეუთო/ოდირი დააკვირდა საქართველოში [საპარლამენტო] არჩევნებს და პოზიტიური დასკვნა დადო. აქ არის ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ასეთ შესაძლო გამწვავებას აარიდეს თავი. შეიძლება ვინმეს არც აწყობს სახელმწიფოს მიერ [მოწვეული] ნორმალური, ევროპული სტანდარტის დამკვირვებელი იყოს საქართველოში, რაც წინაპირობას შექმნის, რომ კვლავ დადებითი დასკვნა იქნეს გამოქვეყნებული ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირი საქართველოს უარს ეუბნება და მიზეზად ვადებს ასახელებს, თუმცა პრემიერმა სადამკვირვებლო მისია არჩევნებამდე მთელი 4 კვირით ადრე მოიწვია.