Loading data...
გიორგი ვოლსკი ბოკუჩავას განცხადებაზე: ერთმანეთს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ესა თუ ის ლიდერი არ არის მოწოდების სიმაღლეზე და საკმარისად ვერ შეარყია ქვეყნის სტაბილურობა

„რასაკვირველია, ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები ექნებათ. დაასახელებენ ერთმანეთის გვარებს ადრე თუ გვიან. ეს კოლექტიური ნაცმოძრაობის საერთო ავადმყოფობაა“, - განაცხადა განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა  გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას.

გიორგი ვოლსკი თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს აკრიტიკებს.

„იმედი აქვთ, რომ გარედან ინსტრუქცია მაინც ექნებათ და როცა საჭიროდ ჩათვლიან შეერთდებიან, როცა საჭიროდ ჩათვლიან - დაიშლებიან. ერთმანეთს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ესა თუ ის ლიდერი არ არის მოწოდების სიმაღლეზე და საკმარისად ვერ შეარყია ქვეყნის სტაბილურობა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის მოქმედ ლიდერებს აკრიტიკებს.