Loading data...
გიორგი ვოლსკი ბარამიძეზე: ასე უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ჩადიოდნენ ასეთ მძიმე დანაშაულს, რასაკვირველია, შეიძლება ემსახურებოდეს მოწინააღმდეგის ინტერესებს

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძე პატიმრობაში რჩება.

ბარამიძისა და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ანტიქართულ მიზნებზე საუბრობს მმართველი გუნდი.

„ასე უაპელაციოდ, ასე უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ჩადიოდნენ ესოდენ მძიმე დანაშაულს, რასაკვირველია, შეიძლება ემსახურებოდეს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს. ეს მოწინააღმდეგე მხარე ჩვენი საკმაოდ მძიმე ბრალდებით არის დადანაშაულებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ ოკუპაცია ხორციელდება. აქედან ბარამიძე ამბობს, რომ ის მხარე, რომელიც ებრძოდა საქართველოს მის ტერიტორიულ მთლიანობას, არის მართალი. ჯერ ერთი, ტყუილია, ისეთი სიცრუეა, რომ ეს ხდებოდა და მეორეც, პირდაპირ სახელმწიფოზე მიტანილი შეტევაა.

უკვე გასცეს პასუხი მეორე მხრიდან, რუსეთის მხარემ, რომ ადამიანს დევნიან იმის გამო, რომ მან სიმართლე თქვა. ქართველების მიმართ სიძულვილის გაღვივება, ჯერ კიდევ შეუხორცებელი ჭრილობების გაღვიძება, რასაკვირველია, ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ამ ამოცანებს ემსახურება ის განცხადება, რომელიც გააკეთა,“ - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.