1789642860
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: აშშ-ში კანონის გამკაცრების საჭიროება გვესმის, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უცხოური, მით უმეტეს, დესტრუქციული გავლენა საქართველოში უნდა იყოს აღკვეთილი
ამერიკის შეერთებულ შტატები „ფარას“ გამკაცრების ფაქტს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.
„რასაკვირველია, საქართველო და ბევრი სხვა ქვეყანა გაცილებით უფრო მოწყვლადია ასეთი საშიშროების თვალსაზრისით. სამწუხარო არაერთი მაგალითი ვიხილეთ. ხუთი რევოლუცია ვიხილეთ, სადაც ადამიანები პირდაპირ იყვნენ ჩართული, რომლებიც ფინანსდებოდნენ რაღაც გარკვეული უცხოური რესურსებით. დაიძლია ეს საფრთხეები, მაგრამ არ განელებულა და არ გამქრალა. ასე რომ, აშშ-ში აღნიშნულის გამკაცრება გვესმის, საჭიროება გვესმის და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უცხოური, მით უმეტეს, დესტრუქციული გავლენა საქართველოში უნდა იყოს აღკვეთილი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.