Loading data...
გიორგი ვოლსკი: არ შეიძლება, ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოში ჰქონდეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობა, მით უმეტეს - დაფინანსებული

არასამთავრობო ორგანიზაციების ლობიზმი და ქვეყანაში „ენჯეოების“ გაუმჭირვალედ საქმიანობის სურვილი - „ქართული ოცნება" ALDE-ს პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ALDE-ს პოლიტიკური მიკერძოება მარტივი დასანახია.

„არ შეიძლება, ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოში ჰქონდეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობა, მით უმეტეს - დაფინანსებული. სასანქციო არაფერი არ არის და, თუკი ჯანსაღად შევხედავთ, ადვილად დავინახავთ ამ პოლიტიკურ მიკერძოებას. მათი იდეაა, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, როგორმე ეს ქვეყანა ჩართონ იმ დაპირისპირებებში, რომელიც, სამწუხაროდ, მიმდინარეობს მსოფლიოში. ვითომ ხელისუფლებას ებრძვის, ამ დროს, რეალობაში, იდეა, აზრი, საბოლოო მიზანი, სწორედაც ქვეყნის დამარცხებას ითვალისწინებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.