გიორგი ვოლსკი: ამ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა პროცესები მიდის საქართველოში, ჩვენს გარშემო რა სიტუაციაა შექმნილი და ვის რაში სჭირდება საქართველო
„ამ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რა პროცესები მიდის საქართველოში, ჩვენს გარშემო რა სიტუაციაა შექმნილი და ვის რაში სჭირდება საქართველო“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. მან ეკლესიისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია შეაფასა.
გიორგი ვოლსკის თქმით, ერთნი არიან, ვისაც საზარბაზნე ხორცად უნდა საქართველო, მეორენი ფიქრობენ, რომ საქართველო უნდა გადარჩეს ამ ძნელბედობის ჟამს და ასეთი იყო პატრიარქი.
„ხალხის ეს უწყვეტი ნაკადი სამების და სიონის მიმართულებით მიმართულებით არის ის, რაზეც დგას საქართველოს სტაბილურობა და გადარჩენის პერსპექტივა. არის ხალხის მეორე ნაწილი, რომელიც სულ ახლახან მიხაილ როთს უკრავდა ტაშს. ეს გაყოფა მოხდა ისე, რომ ვერანაირი უპირატესობა ვერ მოიპოვა იმ ფსევდოლიბერალურმა ძალამ, რომელიც გვემუქრება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.